დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის შორის დამყარდა 1992 წლის 20 ოქტომბერს.
საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ურთიერთობების განვითარებასა და გაღრმავებას. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს. მხარეებს შორის მიმდინარეობს მუშაობა ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის დამკვიდრების, მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის, სამართლებრივი ბაზის განვითარებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.
მხარეები დაინტერესებულები არიან ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო და ტურიზმის სფეროებში. ამ მიზნით მიმდინარეობს მუშაობა ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენელთა შორის მჭიდრო კონტაქტების დამყარების, სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის, ერთობლივი ბიზნეს და საინვესტიციო ფორუმებისა და სემინარების ჩატარების მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) წევრი ქვეყნებიდან არის პრიველი, რომელმაც განახორციელა პირდაპირი ინვესტიციები 2006 წელს.
არაბეთის გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტრო