Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

საგარეო საქმეთა მინისტრი

ილია დარჩიაშვილი

2022 წლის 4 აპრილიდან - დღემდე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

ბიოგრაფია

ილია დარჩიაშვილი დაიბადა 1981 წლის 21 თებერვალს, ქ. სიღნაღში.

სამუშაო გამოცდილება

2022 წლის 4 აპრილს, ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე დაინიშნა, მანამდე კი, 2021 წლიდან ის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობს იკავებდა.

2017-2021 წლებში დარჩიაშვილი გახლდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში. მისი საქმიანობის სფერო მოიცავდა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას. 2016 წელს გახდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ამავე წელს დაინიშნა საგანგებო დავალებათა ელჩად საგარეო საქმეთა სამინისტროში.

2015-2016 წლებში დარჩიაშვილი იკავებდა მინისტრის პირველი მოადგილის პოზიციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

2012-2014 წლებში ილია დარჩიაშვილი მუშაობდა პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში. 2014 წელს დაინიშნა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პირველ მოადგილედ, შემდეგ კი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დაიკავა.
2003-2004 წლებში, ილია დარჩიაშვილი მუშაობდა „ბანკ რესპუბლიკაში“ ფინანსური კონტროლისა და ზედამხედველობის ოფიცრის პოზიციაზე, 2004-2006 წლებში კი, ამავე ბანკში გახლდათ ფიზიკური პირების მომსახურების განყოფილების უფროსი. 2006 წელს, დარჩიაშვილი „ბანკ რესპუბლიკაში“ (ჯგუფი სოსიეტე ჟენერალე) დაინიშნა ფილიალის მმართველად და აღნიშნულ პოზიციას 2012 წლის ჩათვლით იკავებდა.

განათლება

2008-2011 წლებში განათლებას იღებდა საფრანგეთში, გრენობლის მენეჯმენტის სკოლაში და გახდა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი.

2002-2004 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა ეკონომიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის სპეციალიზაციით და მოიპოვა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

დიპლომატიური რანგი

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი.

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და 4 შვილი

მინისტრის მოადგილეები