საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ქ. აბუ-დაბიში, საერთაშორისო კონფერენციის - Raisina Middle East ფარგლებში, ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, დოქტორ სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ინდოეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და საქართველოს სატრანზიტო-ლოგისტიკური პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას. აღინიშნა განათლებისა და ტურიზმის სფეროებში არსებული წარმატებული თანამშრომლობა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყნას შორის მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობას.