Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა 

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, ბათუმში, ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მუხთარ ტლეუბერდის შეხვდა. 
 
მინისტრებმა ისაუბრეს საქართველო-ყაზახეთის სტრატეგიული ურთიერთობების ფარგლებში არსებული დღის წესრიგის საკითხებზე. აღინიშნა ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგისა და ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები. ყურადღება დაეთმო მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის საკითხს. 

ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც ბათუმში გაიმართა.

 

დანართები

    მსგავსი სიახლეები