2026 წლის 1 ოქტომბერს, საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა, სოტირია თეოჰარიდიმ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს.
სიგელების ასლების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და საბერძნეთს შორის, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე.
ზურაბ დარჩიაშვილმა სოტირია თეოჰარიდის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.