საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, ტალგატ ადუოვთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა შუა დერეფნის და მასთან დაკავშირებული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების აუცილებლობას. ასევე, აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის საკითხი, რაც დამატებით იმპულსს სძენს ორმხრივ თანამშრომლობას.
მინისტის მოადგილემ ტალგატ ადუოვს წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.