Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ახლადდანიშნულ ელჩთან

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ახლადდანიშნულ ელჩთან, ლისე სინოვე ნურგორდთან.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის აქტუალური საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას.

მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების გამოწვევებზე, საქართველოს როლზე რეგიონში და საერთაშორისო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

ხაზი გაესვა პარტნიორებთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის და დიალოგის მნიშვნელობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნორვეგიის ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

დანართები

    მსგავსი სიახლეები