Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბექა დვალმა ისრაელის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

2026 წლის 3 აგვისტოს, ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბექა დვალმა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს, ისააკ (იცხაკ) ჰერცოგს რწმუნებათა სიგელები გადასცა. 

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, ისრაელის პრეზიდენტმა და საქართველოს ელჩმა ორ ქვეყანას შორის, სხვადასხვა სფეროში, ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ხაზი გაუსვეს ისრაელსა და საქართველოს შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო კავშირებს და დაადასტურეს ურთიერთობების გაღრმავების მზაობა. 

ისააკ ჰერცოგმა ქართველ დიპლომატს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

დანართები

    მსგავსი სიახლეები