Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს საქართველოში შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

2026 წლის 1 სექტემბერს, საქართველოში შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნულმა ელჩმა, დევიდ ემტესტამმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს.

სიგელების ასლების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, ხაზი გაესვა საქართველოსა და შვედეთს შორის, როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ფორმატებში არსებულ თანამშრომლობას.

ქართულმა მხარემ  შვედეთის ელჩს მადლობა გადაუხადა შვედეთის სამეფოს მიერ  საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკისადმი ურყევი მხარდაჭერისათვის.

ზურაბ დარჩიაშვილმა დევიდ ემტესტამს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

დანართები

    მსგავსი სიახლეები