Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

კანადაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

საუბარი შეეხო ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობას და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების პროცესში საპარლამენტო განზომილების მნიშვნელოვან როლს.

მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები. აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციის შესრულების თვალსაზრისით, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.

ამასთან, ყურადღება გამახვილდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

დანართები

    მსგავსი სიახლეები