გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა ჩილეს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის გენერალურ მდივანთან, ფრანკ ტრესლერ სამორანოსთან.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ჩილეს შორის ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობებზე, მათ შორის პოლიტიკური დიალოგის, ეკონომიკური კავშირებისა და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს არსებული თანამშრომლობა და აღნიშნეს მაღალი დონის კონტაქტების გაგრძელების მნიშვნელობა.
შეხვედრისას ასევე განხილულ იქნა საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და გამოითქვა მზადყოფნა, გაგრძელდეს აქტიური კომუნიკაცია ორ ქვეყანას შორის.