Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში "Raisina Middle East“

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქ. აბუ-დაბიში, გამართულ კონფერენციაში "Raisina Middle East“, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების და ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაციის - Observer Research Foundation-ის ორგანიზებით გაიმართა.

კონფერენციის ფარგლებში, განხილულ იქნა რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის აქტუალური საკითხები, მათ შორის, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, ეკონომიკური ტენდენციები და ამ მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა დიალოგი კავკასიის დაკავშირების საკითხზე. ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ როლს ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის გაძლიერების პროცესში, ასევე, კავკასიის რეგიონის მზარდ მნიშვნელობას გლობალური მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციისა და საერთაშორისო სატრანსპორტო კავშირების განვითარების თვალსაზრისით. 

მინისტრმა, ასევე მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე - „მდგრადობა, პარტნიორობა და მომავლის გზა.”

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დოქტორ სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან.

დანართები

    მსგავსი სიახლეები