Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შეხვედრა გამართა ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ, ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ერმუხამბეთ კონუსპაევთან.

საუბარი შეეხო საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად საკითხებს.

ყურადღება გამახვილდა მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის გამართვისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე. ხაზი გაესვა "შუა დერეფნის" და მასთან დაკავშირებული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების აუცილებლობას.

აღინიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების, ასევე, საქართველოსა და ყაზახეთში დაგეგმილ, მაღალი დონის ეკონომიკურ ღონისძიებებში მონაწილეობის საკითხი.

დანართები

    მსგავსი სიახლეები