2026 წლის 1 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან, იზაბელა კასტროჯოვანისთან.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის საქმიანობაზე, პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, ქართული მხარისთვის, UNICEF-თან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.
დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს სამომავლო თანამშრომლობის მზაობა.