Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

2026 წლის 21 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩთან, მალიკ მურზალინთან.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ყაზახეთის სტრატეგიულ პარტნიორობას და ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე.

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მადლობა გადაუხადა მალიკ მურზალინს საქართველოსა და ყაზახეთს შორის თანამშრომლობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

დანართები

    მსგავსი სიახლეები