2026 წლის 16 ოქტომბერს, საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა, ტალგატ ადუოვმა რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს.
ზურაბ დარჩიაშვილმა ახლადდანიშნულ ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.