2023 წლის 19 მაისიდან გამოცხადდა ღია კონკურსი საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში სტაჟიორთა მიღების მიზნით.
კონკურსი გამოცხადდა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/78974?active=1) საშუალებით და შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გაცნობა შესაძლებელია აღნიშნულ ვებ-გვერდზე. განცხადების მიღება იწარმოებს მ/წ 2 ივნისის ჩათვლით.
კონკურსის ჩატარდება ორ ეტაპად: წერითი გამოცდა ერთ-ერთ უცხო ენაში და გასაუბრება სტაჟირების კომისიასთან.
ადმინისტრაციულ დეპარტამენტში სტაჟირების გავლის მიზანია, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში ადმინისტრაციული მენეჯერის თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატების მომზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების უზრუნველყოფა, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში ადმინისტრაციული მენეჯერის თანამდებობაზე დასანიშნად სავალდებულო სასერთიფიკატო გამოცდებისთვის მომზადება.