Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამების ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების გამარჯვებულები გამოვლინდნენ

დასრულდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამების - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერისა“ და „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის“ ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალგაზრდობის სააგენტოს და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებული საკონკურსო კომისიის წევრებმა შეაფასეს კანდიდატების მიერ კონკურსის ფარგლებში წინასწარ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმები, პროგრამების აღწერილობა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია. კომისიის წევრები, გამარჯვებული კანდიდატების შერჩევის დროს, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ როგორც კანდიდატების მოტივაციას და დიასპორული აქტივობების გამოცდილებას, ისე მათ ინფორმირებულობას საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამების, საქართველოსა და ადგილსამყოფელი ქვეყნის შესახებ.

 

დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა

„დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგად შემოსული 56 განაცხადიდან, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა 20 გამარჯვებული:

 ამერიკის შეერთებული შტატები

  • ირმა გვილია, პროექტი: „ქართული დღეები სამხრეთ კალიფორნიაში”;
  • მანუჩარ პირველი, პროექტი: „ოთხი ინტერვიუ ქვეყნის ისტორიისათვის”;
  • სოფიკო ჯაჯანაშვილი, პროექტი: „დიასპორული დიპლომატია“ და „უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმების მასტერკლასები“;
  • პაატა ცეცხლაძე, პროექტი: „ქართული მუსიკა ნიუ-იორკში“.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა

  • მანანა თანდაშვილი, პროექტი: „ჩემი ვეფხისტყაოსანი“;
  • ნინო ხალვაში-ვირთ, პროექტი: „ქართული კულტურის დღეები ფრანკფურტში”;
  • ლელა სვანაძე, პროექტი: „აფხაზეული – abkhazeuli”.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის სამეფო

  • ნათია მიქავა, პროექტი: „ქართული ფილმი საზღვრებს გარეთ".

ესპანეთის სამეფო

  • ნინო მსხილაძე, პროექტი: ,,ქართული კულტურის დღეები ბარსელონაში”.

ისრაელის სახელმწიფო

  • დავიდ ალონ, პროექტი: „DIASPORA-TV“.

იტალიის რესპუბლიკა

  • დოდო ბრატულიჩი, პროექტი: „იტალიაში მცხოვრები ქართული დიასპორის ინფორმირება იტალიის მიგრაციის კანონმდებლობის გზამკვლევის თაობაზე და საინფორმაციო გზავნილების სახით მიწოდება ემიგრანტებზე”,
  • სალომე ბრეგვაძე, პროექტი: „ქართული ანბანი, კალიგრაფია და ისტორიული წარწერები",

მალტა

  • მაკა ლაშხი, პროექტი: ქართული ბიბლიოთეკა კუნძულ მალტაზე “წარსულისა და აწმყოს კულტურული ჩანაწერი”

ნიდერლანდების სამეფო

  • თინათინ სვანიძე, პროექტი: „საქართველოს დღეები ნიდერლანდებში“
  • ბაია ახვლედიანი, პროექტი: „ათინათი“ ქართული სამოყვარულო თეატრი  ნიდერლანდების სამეფოში - ახალი სპექტაკლი”

საბერძნეთის რესპუბლიკა

  • გიორგი ჯანელიძე, პროექტი: „ორენოვანი (ქართულ-ბერძნული) საინფორმაციო ბროშურა ბეჭდური და ელექტრონული რუკებით: საქართველოს ტურისტული პოტენციალი”
  • ხათუნა ქარსაულიძე, პროექტი: „მზიანი გული“- ნოდარ დუმბაძის საიუბილეო კვირეული“
  • ქეთევან გონგლაძე, პროექტი: „ქართულ–ბერძნული მეგობრობის ხეივანი თესალონიკში”

საფრანგეთის რესპუბლიკა

  • სალომე ბერეკაშვილი, პროექტი: „ქართული საგანძური საფრანგეთში”.

უზბეკეთის რესპუბლიკა

  • თამარ გიგაშვილი, პროექტი: „მეგობრობა”.

 

იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი

 „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ პროგრამის ფარგლებში შემოსული 44 განაცხადიდან, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა 17 გამარჯვებული:

  • დავით შატაკიშვილი - აშშ,
  • ალექსანდრე ქიზიყურაშვილი - ბელგიის სამეფო,
  • თამარ ჩომახიძე- გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა,
  • შოთა მიქაუტაძე - ესპანეთის სამეფო,
  • გიორგი ქორიძე - ესტონეთის რესპუბლიკა,
  • სოფიკო ბზარაშვილი - თურქეთის რესპუბლიკა,
  • მარიამ გედევანიშვილი - იაპონიის სახელმწიფო,
  • თამარ მესხი - ირლანდიის რესპუბლიკა,
  • ბელა უგრეხელიძე - იტალიის რესპუბლიკა,
  • ნიკოლოზ იმნაძე - კანადა,
  • ანა მამალაძე - ლატვიის რესპუბლიკა,
  • თამთა ფანცულაია - ლიეტუვის რესპუბლიკა,
  • მარიამ მიქიაშვილი - ნიდერლანდების სამეფო,
  • თორნიკე ცირეკიძე - პოლონეთის რესპუბლიკა,
  • მარიამ ქებაძე - უნგრეთი,
  • სოფიკო თოფურია - ჩეხეთის რესპუბლიკა,
  • თამარ ქვლივიძე - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.

 

უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა

„უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში შემოსული 19 განაცხადიდან, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა 16 გამარჯვებული:

აზერბაიჯანის რესპუბლიკა

  • ალუდა ჯანაშვილი, ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ქურმუხი"
  • ლაშა ასლამაზაშვილი, ანსამბლი  „ფესვები",

ამერიკის შეერთებული შტატები

  • სალომე ბიბინეიშვილი, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ხანძთელი"

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა

  • გიორგი ნოზაძე, ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი "ოქროს საწმისი"

ესპანეთის სამეფო

  • მარინე ჟიჟილაშვილი, სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლი „იბერია"
  • მარიკა ქურასბედიანი, ანსამბლი ,,გურიდე’’
  • ვერიკო გერგედავა, ქართული ცეკვის ანსამბლი „ზეკარი“

თურქეთის რესპუბლიკა

  • იავუზ ზექერია, ანსამბლი „კაფდერ“ “Kafder”

ირლანდიის რესპუბლიკა

  • ლაშა საბაშვილი, ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი ,,National Rhythms of Georgia’’

ისრაელის სახელმწიფო

  • მიხეილ ბარამაშვილი, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ფესვები“

იტალიის რესპუბლიკა

  • ხათუნა კაპჭელაშვილი, ქართული ხალხური ქორეოგრაფიული ანსამბლი „ჯეორჯია"

რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკა

  • სოფიკო ლიპარტელიანი, ჯანო ლიპარტელიანის სახელობის ქართული ცეკვის ანსამბლი „სიხარული“
  • ქრისტინე ვეშაპიძე, ქორეოგრაფიული ანსამბლი „კავკასია"

საფრანგეთის რესპუბლიკა

  • ცირა ქირია, ქართული ცეკვის ანსამბლი „ლაზი"
  • ლელა ფრანგიშვილი, ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი „იბერნი"
  • შვედეთის სამეფო - ბექა თამაზაშვილი, ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის ანსამბლი „ალილო".

 

აღსანიშნავია, რომ ხსენებული პროგრამები მიზნად ისახავენ ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირების გაღრმავებას, საზღვარგარეთ საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის და ეროვნული ინტერესების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებას, თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და საქართველოს ახალგაზრდა უცხოელ მეგობართა წრის გაფართოვებას. ამ მიზნით პროგრამების გამარჯვებულები, მიმდინარე წლის განმავლობაში  განახორციელებენ მრავალფეროვან კულტურულ-შემოქმედებით, სპორტულ, საგანმანათლებლო და სხვა სახის აქტივობებს ადგილსამყოფელ ქვეყნებში.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები