Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო კონკურსების პირველი ეტაპი დასრულდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამების: „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“ და „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“ საგრანტო კონკურსების პირველი ეტაპი დასრულდა.

აღნიშნული ეტაპი წარმოადგენს კანდიდატების განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, რაც გულისხმობს საგრანტო პროგრამით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენას და ამისათვის პროგრამით განსაზღვრული ვადების დაცვას.

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებული საკონკურსო კომისიის წევრებმა განიხილეს სხვადასხვა საორგანიზაციო ხასიათის საკითხი და შეთანხმდნენ კონკურსანტებთან გასაუბრების გრაფიკზე, ასევე გამოთქვეს მოსაზრებები ზოგად კრიტერიუმებზე, რომლითაც ისინი იხელმძღვანელებენ კანდიდატების შერჩევის დროს. კერძოდ, მათ მოტივაციას, დიასპორული აქტივობების გამოცდილებას, ინფორმირებულობას პროგრამების, საქართველოსა და ადგილსამყოფელი ქვეყნის შესახებ. ასევე, კომისიის გადაწყვეტილებით გამოვლინდა კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადასულ განმცხადებელთა ვინაობა, რომლის შესახებ წერილობით ეცნობება საგრანტო კონკურსებში მონაწილე ყველა პირს.


ხსენებული პროგრამები მიზნად ისახავს ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირების გაღრმავებას, საზღვარგარეთ საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის და ეროვნული ინტერესების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებას, თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას. საგრანტო პროგრამების ფარგლებში, შემდეგ ეტაპზე შერჩეული გამარჯვებულები,  2024  წლის 31 დეკემბრამდე  განახორციელებენ მრავალფეროვან კულტურულ-შემოქმედებით, სპორტულ, საგანმანათლებლო და სხვა სახის აქტივობებს ადგილსამყოფელ ქვეყნებში.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები