პროექტის მიზანია როგორც ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირების გაღრმავება, კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა, ისე საზღვარგარეთ საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია.
პროექტის ფარგლებში დაფინანსდება საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ანსამბლების ფუნქციონირების და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით წარმოდგენილი პროექტები. ასევე, წელს პირველად, საპილოტე რეჟიმში, პროგრამას დაემატება ახალი კომპონენტი. კერძოდ, პროგრამის ფარგლებში, 1 წლის განმავლობაში, გაიცემა გრანტი საზღვარგარეთ მოქმედი 4 ქართული ცეკვის და სიმღერის ანსამბლის კონცერტის დასაფინანსებლად საქართველოში, უპირატესად რეგიონებში.
განაცხადების განხილვა და გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება კონკურსის წესით, კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები.
საგრანტო განაცხადის წარდგენა უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს 2023 წლის 26 ივლისიდან 3 სექტემბრის ჩათვლით შეეძლებათ.
პროექტების წარდგენა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] (საგრანტო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტების მიღება, მითითებული ვადების გათვალისწინებით, ხდება მხოლოდ ელექტრონულად);
დანართები:
საგრანტო პროგრამის საკონტაქტო პირები: