Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი  გაიმართა

2024 წლის 20 მაისს, ქ.ბაქოში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, მინისტრების მოადგილეების დონეზე, პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი  გაიმართა. ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, ხოლო აზერბაიჯანის დელეგაციას ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სამირ შარიფოვი

მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებულ სტრატეგიული პარტნიორობის დონეს და  მჭიდრო ორმხრივ თანამშრომლობას კმაყოფილებით აღინიშნა როგორც მაღალი დონის, ასევე დარგობრივ უწყებათა ვიზიტების ურთიერთგაცვლის დადებითი დინამიკა. 

დეტალურად იქნა განხილული სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, მათ შორის, ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის, განათლების და სხვა სფეროებში. 

გარდა ამისა, მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესები, ასევე გლობალური გამოწვევები. ხაზგასმით აღინიშნა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა, როგორც  რეგიონის წარმატებული პოზიციონირებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის წინაპირობა. საუბარი შეეხო ასევე, საქართველოს და აზერბაიჯანის როლს და ძალისხმევას რეგიონში მშვიდობის დამკვიდრების მიმართულებით. მხარეებმა კვლავ დაადასტურეს ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა და ერთგულება.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-აზერბაიჯანს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების და ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივები. ხაზი გაესვა ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და  საკითხთა სფეროში ორ ქვეყანას შორის აქტიური ურთიერთქმედების მნიშვნელობას

ყურადღება გამახვილდა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ერთობლივი სტრატეგიული პროექტების განხორციელების და რეგიონის სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობაზეგანხილულ იქნა „შუა დერეფნისა“ და დაკავშირებადობის მნიშვნელობა, ასევე, მწვანე ენერგიის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები.

საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებშიანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებ

მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თანამშრომლობის გააქტიურებისა  და ორი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების ხელშეწყობისათვის მზადყოფნა

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწესთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკურ საქმეთა ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ჰიქმეთ ჰაჯიევთან.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები