Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-6 სხდომაში

2025 წლის 29 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-6 სხდომაში.

მინისტრის მოადგილემ საკუთარ გამოსვლაში, ისაუბრა საქართველოსა და უნგრეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის არსებულ დადებით დინამიკაზე, მათ შორის უმაღლეს და მაღალ დონეზე გამართული ვიზიტების მნიშვნელობაზე. მან აგრეთვე მადლობა გადაუხადა უნგრულ მხარეს, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მტკიცე და უწყვეტი მხარდაჭერისთვის. 

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის ივნისში უნგრეთ-საქართველოს სამთავრობო სამიტის გამართვის საკითხზე და აღნიშნა, რომ აღნიშნული სამიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების და ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გამყარების თვალსაზრისით.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები