Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ლაშა დარსალია საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, ალექსანდრე ვინიკოვთან.

მხარეებმა განიხილეს NATO-საქართველოს დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები. 
ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ალიანსთან პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელობას. 
ამ კონტექსტში,  განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა არსებული ინტეგრაციული მექანიზმების სრულფასოვანი და ეფექტიანი გამოყენების საჭიროებაზე.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონული უსაფრთხოების გარემოს და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს.
ალექსანდრე ვინნიკოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატო-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

დანართები

    მსგავსი სიახლეები