Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მაღალი რანგის თანამდებობის პირთა შეხვედრა

2023 წ. 15 ნოემბერს  ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მაღალი რანგის თანამდებობის პირთა შეხვედრა (SOM), რომელშიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ ყარაულაშვილმა მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის, ევროკომისიის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლები. საუბრისას  მხარეებმა მიმოიხილეს 2022-2023წწ.

განმავლობაში ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ ფარგლებში მიღწეული შედეგები, მათ შორის, იმსჯელეს პრიორიტეტებზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით. შეხვედრის მონაწილეებმა  განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში შემუშავებული საფლაგმანო პროექტების განხორციელებაზე, მათ შორის, განსაკუთრებით აღნიშნეს დაკავშირებადობის გაზრდის მნიშვნელობა. ევროკავშირის მხრიდან ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობაში ჩართული სამი ქვეყნის - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის - ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასა და 8 ნოემბერს გამოქვეყნებული ევროკომისიის გაფართოების შესახებ ანგარიშში მოცემულ რეკომენდაციებს. ევროკავშირის გენერალური დირექტორი არჩილ ყარაულაშვილი მიესალმა მ.წ. 8 ნოემბრის ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას ევროპული საბჭოსადმი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, რაც საქართველოს მიერ გაწეული ძალზედ ინტენსიური მუშაობისა და მიღწეული შედეგების აშკარა აღიარებას წარმოადგენდა. მან  იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის ლიდერები მხარს დაუჭერენ ევროკომისიის ამ რეკომენდაციას და დეკემბერში მიიღებენ კიდევ ერთ სტრატეგიულ გადაწყვეტილებას, რომელიც გზას გაუხსნის საქართველოს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად.

არჩილ ყარაულაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე და თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ევროკავშირთან არსებული ყველა ფორმატის, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ეფექტიანად გამოყენების მნიშვნელობას, რაც უზრუნველყოფს ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტ დაახლოებას; ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში საქართველოსთვის შემუშავებული საფლაგმანო პროექტების განხორციელების ეკონომიკურ და პოლიტიკურ მნიშვნელობაზე. ამ კონტექსტში, მან აქცენტი გააკეთა შავ ზღვაზე დაკავშირებადობის განვითარების შესაძლებლობებზე, რომლებიც ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და ციფრული კავშირების გაღრმავებას ითვალისწინებს.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები