Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

შეხვედრა სინგაპურის საგარეო საქმეთა მინისტრთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ესპანეთის ქალაქ სევილიაში გაერო-ს მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში სინგაპურის საგარეო საქმეთა მინისტრს სიმ ანს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს ორი ქვეყნის ურთიერთობის საკითხები, თანამშრომლობა საერთაშორისო ფორმატებში და ორმხრივი კავშირების განვითარების მხრივ არსებული პოტენციალი.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სინგაპურის ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროში თანამშრომლობის
შესაძლებლობებზე, აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანა წარმოადგენს წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის გატარების კარგ მაგალითს, რაც ხელს უწყობს კონკურენტიან საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს.
 
ხაზი გაესვა როგორც საქართველოს, ასევე სინგაპურის მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ მდებარეობს და ამ თვალსაზრისით საქართველოს გაზრდილ როლს მსოფლიოს რეგიონების დაკავშირებადობის, სავაჭრო და ენერგეტიკული მარშრუტების განვითარების თვალსაზრისით.

მინისტრებმა ისაუბრეს ბიზნეს წრეების დაახლოების შესაძლებლობებზე და აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა. გამოითქვა მზაობა რომ მხარეებმა იმუშაონ, როგორც პოლიტიკური კავშირების, ასევე სექტორული თანამშრომლობის განვითარებაზე.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები