Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობები მიმდინარე წელსაც საქართველოს დროშის ფერებში განათდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნა, მათ შორის, ტრადიციულად საქართველოს დროშის ფერებში განათდა მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა.
 
კანადაში უკვე მესამედ, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ნიაგარას ჩანჩქერზე საქართველოს დროშის გამოსახულება გამოჩნდა, ხოლო ოტავის მერია საქართველოს დროშის ფერებში განათდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დროშის ფერებში განათდა ვაშინგტონის ხიდი, ხოლო ქ. ნიუ - იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, მანჰეტენზე არსებულ ‘Green Bowling Park” ში, საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დროშის ფერებში განათდა ევროპის საბჭოს შენობა, ხოლო ირლანდიაში კი, დუბლინის ღირსშესანიშნაობა Samuel Beckett -ის ხიდი. 26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში, ისტორიაში პირველად, საქართველოს დროშის ფერებში განათდა მექსიკის დედაქალაქის, მეხიკოს უმთავრესი ღირსშესანიშნაობები. ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, 26 მაისთან დაკავშირებით, საქართველოს დროშის ფერები გამოხატა მსოფლიოს ღირსშესანიშნაობაზე - ლუქსორის ტაძარზე, აღსანიშნავია, რომ ეს გახლდათ უცხო ქვეყნის დროშის ფერებში ლუქსორის ტაძრის განათების პირველი შემთხვევა.
 
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ბრიუსელის მთავარი სიმბოლო - “მანეკენ პისი” ჩოხით შეიმოსა. ტრადიციულად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქ. ვილნიუსში საქართველოს დროშის ფერებში განათდა ქალაქის ოთხი ისტორიული ხიდი, ქ. კაუნასში ცენტრალურ მოედანზე მდებარე შადრევანი, ხოლო ქ. კლაიპედაში ძველი მერიის შენობა (რატუშა). ასევე, 26 მაისთან დაკავშირებით, საქართველოს დროშის ფერებში განათდა კორეის რესპუბლიკის დედაქალაქის მერიის შენობა, ჯაკარტაში ცენტრალური შადრევანი, ხოლო ავსტრალიის ძველი პარლამენტისა და ეროვნული კარილიონის შენობები. ქ. ანკარაში , საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პირველად, საქართველოს დროშის ფერებში განათდა და ასევე, ეროვნული დროშა გამოისახა თურქეთის სიდიდით მე-3 ქალაქის - იზმირის - მთავარ სიმბოლოზე - „საათის კოშკზე“. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დროშის ფერებში განათდა ქ.სტამბოლის ფათიჰ სულთან მეჰმეთის ხიდი. აღსანიშნავია, რომ 26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს დროშის ფერებში განათდა ათენის ერთ-ერთი ცენტრალური ომონიის შადრევანი, თესალონიკის მერიის შენობა, კვიპროსში, ქ. ნიქოზიის მთავარი შადრევანი, საუდის არაბეთში ცნობილი შენობა Kingdom Tower, ხოლო კატარის სახელმწიფოში, ქ. დოჰას ცენტრში არსებული შერატონის სასტუმროს ისტორიული შენობა.
 
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 26 მაისს, სლოვაკეთის რესპუბლიკის ქ. კოშიცეს წმინდა ურბანის სახელობის სამრეკლო კოშკზე გამოჩნდა საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულება, ხოლო ერევანში ბილბორდები საქართველოს დროშის ფერებში განათდა. უნდა აღინიშნოს, რომ 26 მაისს, საქართველოს დროშის ფერებში განათდა ისრაელში, იერუსალიმის ცენტრი, YMCA კომპლექსი და ბრზილიაში, სან-პაულოს შტატის მრეწველობის ფედერაცია. ხოლო იტალიაში, ქ. ბარის მერიის შენობაზე საქართველოს დროშა გამოიფინა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, აზერბაიჯანში, ქ, ბაქოში, საქართველოს დროშის ფერებით განათდა „ჰეიდარ ალიევის ცენტრი. თურქმენეთში კი, საქართველოს საელჩოს ინიციატივით 26 მაისთან დაკავშირებით აშხაბადში მდებარე "ილდიზი" განათდა საქართველოს დროშის ფერებით.
 
 

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები