Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ვილნიუსში გაწევრიანების პროცესისადმი მიძღვნილ მაღალი დონის სემინარს დაესწრო

2023 წლის 20-21 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ ჯანჯალიას, ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო გაწევრიანების პროცესისადმი მიძღვნილ მაღალი დონის სემინარში, რომელიც ქ. ვილნიუსში (ლიეტუვა) ევროკავშირის ტექნიკური დახმარების ინსტრუმენტისა (TAIEX) და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.


კონფერენციის მიზანი იყო ბალტიის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში: საუკეთესო პრაქტიკა, სტრატეგიული დაგეგმარება და ეფექტიანი განხორციელება. თეიმურაზ ჯანჯალიამ სემინარის ფარგლებში გააკეთა პრეზენტაცია ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე, ისაუბრა ქვეყნის მიღწევებსა და გამოწვევებზე. სემინარის მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებასა და მოლაპარაკებების დაწყების პერსპექტივაზე. ასევე, საუბარი შეეხო იმ პროგრესს, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის კუთხით. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გაფართოების პროცესში ჩართული დასავლეთ ბალკანეთის 5 და აღმოსავლეთ პარტნიორობის 3 ქვეყნის მაღალი დონის წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე გამართა ორმხრივი შეხვედრები სერბეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის წარმომადგენლებთან, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა მხარეების მზადყოფნა გაწევრიანების პროცესში გამოცდილების გაზიარებისა და მჭიდრო პარტნიორობის მიმართულებით.

 

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები