Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კამბოჯის სამეფოს საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს შორის პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი გაიმართა.

2024 წლის 16 მაისს, საქართველოსა და კამბოჯის სამეფოს საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი გაიმართა. საქართველოს მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ხოლო კამბოჯის მხრიდან- საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, ხონ ფონ რათანაკი. 
კონსულტაციების ფარგლებში, მხარეემა მომოიხილეს საქართველოსა და კამბოჯას  შორის არსებული ურთიერთობების აქტუალური საკითხები. აღინიშნა, რომ კამბოჯის საგარეო უწყების დელეგაციის საქართველოში ვიზიტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირების განმტკიცებას.  
შეხვედრისას საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებს და არსებული პოტენციალის გამოყენების აუცილებლობას.  კერძოდ, ხაზი გაესვა მაღალი/უმაღლესი დონისა და დარგობრივი სამინისტროების დელეგაციების ვიზიტების მნიშვნელობას. ასევე, გამოიკვეთა სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, ტრანსპორტის, საგანმანათლებლო და ტურიზმის მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა. ამასთან, ხაზი გაესვა ორმხრივი სამართლებრივი ბაზის განვითარების განსაკუთრებულ როლს. 
კამბოჯის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 
მხარეები შეთანხმდნენ, გაააქტიურონ ძალისხმევა ურთიერთსასარგებლო, შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიზნით.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები