Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ლიბანის რესპუბლიკის პრეზიდენტს

2025 წლის 7 მაისს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა (რეზიდენციით ქ. ამანი)  რწმუნებათა სიგელები გადასცა ლიბანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ჯოზეფ აუნს.
 
შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ლიბანის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი, თანამშრომლობის საკითხები საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში. საუბარი ასევე შეეხო ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს სხვადასხვა სფეროში. პრეზიდენტმა წარმატება უსურვა საქართველოს ელჩს მომავალ საქმიანობაში. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ ორმხრივი კავშირების განვითარების მიზნით.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები