Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი  ილია დარჩიაშვილი ქ. ჟენევაში ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისარს, ფილიპო გრანდის შეხვდა

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისთან და იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებსაც ორგანიზაცია საქართველოში ახორციელებს დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ასევე,  მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მთავრობის პოლიტიკას დევნილთა სოციალური და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით. 

გარდა ამისა, უმაღლესმა კომისარმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა უკრაინელ დევნილთა მიღების თვალსაზრისით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ მძიმე ჰუმანიტარული შედეგების გათვალისწინებით, რომლებიც  მსოფლიოში შეიქმნა უკრაინის ომის ფონზე. ასევე, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და აღნიშნეს გაეროს მნიშვნელოვანი როლი სამშვიდობო პოლიტიკის გატარების პროცესში.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები