Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ვლადიმერ კონსტანტინიდიმ მონაწილეობა მიიღო ისრაელის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში

2024 წლის 21 მაისს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ მონაწილეობა მიიღო ისრაელის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში.

ვლადიმერ კონსტანტინიდიმ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ისაუბრა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის  მრავალსაუკუნოვან მეგობრობასა და თანამშრომლობაზე. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ორი ქვეყანა იზიარებს საერთო ღირებულებებს და ინტერესებს, რომელსაც ეფუძნება ისრაელისა და საქართველოს პარტნიორობა. 


ვლადიმერ კონსტანტინიდიმ აღნიშნა ახლო აღმოსავლეთში და მთლიანად მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის კრიტიკული მნიშვნელობა.  
მინისტრის მოადგილემ ასევე მიმოიხილა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს არაერთ სფეროს და ყურადღება გაამახვილა, ბოლო წლებში, განხორციელებულ საერთო პროექტებზე. 


ისრაელის დამოუკიდებლობის 76-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, საქართველო - ისრაელს შორის არსებული მნიშვნელოვანი კავშირებისა და მეგობრობის და გადი მოზეს ღვაწლის სიმბოლოდ, თბილისში „ისრაელის ზეთისხილის ბაღი“ გაიხსნა.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები