Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა

2026 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, შაიხა ნასერ ალ ნუვაისთან, რომელიც პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოში. 

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და სამომავლო პერსპექტივები. ხაზი გაესვა საქართველოს განსაკუთრებულ ტურისტულ პოტენციალს. 

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორგანიზაციის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტებისა და ინიციატივების მნიშვნელობაზე.

დანართები

    მსგავსი სიახლეები