Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის პრეზიდენტს შეხვდა

გაეროში ვიზიტის ფარგლებში  საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის პრეზიდენტს, ფილემონ იანგს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს წარმატებულ ჩართულობაზე გაეროს და მისი ინსტიტუტების საქმიანობაში. 

მაკა ბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მხარდაჭერა ორგანიზაციის პრიორიტეტების იმპლემენტაციის პროცესში, რაც გაეროს ქარტიის ღირებულებების და პრინციპების დაცვას, მშვიდობის უზრუნველყოფას, კეთილდღეობას და მდგრად განვითარებას გულისხმობს.

კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს მხარდაჭერა ორგანიზაციის მიერ, გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების გაძლიერების ხელშეწყობისკენ  გადადგმული ნაბიჯების მიმართ.

მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.  მაკა ბოჭორიშვილმა გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.  
ყურადღება გამახვილდა  გენერალურ ასამბლეაზე „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით ქ. ნიუ-იორკში იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 69-ე სესიაში. მაკა ბოჭორიშვილი  დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები