Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი ხორვატიის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრს შეხვდა  

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრა გამართა ხორვატიის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრთან გორდან გრილიჩ  რადმანთან. 

შეხვედრაზე მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოსა და ხორვატიას შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს და მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს, რისი გამოხატულებაა  ხორვატიაში გასულ წელს საქართველოს საელჩოს გახსნა. მინისტრებმა მიმოიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური, ხალხთაშორისი კონტაქტების განვითარების პერსპექტივები, ასევე ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის ჩამოყალიბებული თანამშრომლობის ფორმატების შემდგომი გაძლიერება.  ორმხრივი ურთიერთობების სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. მაღალი შეფასება მიეცა საერთაშორისო ორგანიზაციებში ორი ქვეყნის თანამშრომლობას. მინისტრმა ხორვატ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული მისწრაფების მხარდაჭერისთვის.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები