2026 წლის 3 აგვისტოს, ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბექა დვალმა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს, ისააკ (იცხაკ) ჰერცოგს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, ისრაელის პრეზიდენტმა და საქართველოს ელჩმა ორ ქვეყანას შორის, სხვადასხვა სფეროში, ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ხაზი გაუსვეს ისრაელსა და საქართველოს შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო კავშირებს და დაადასტურეს ურთიერთობების გაღრმავების მზაობა.
ისააკ ჰერცოგმა ქართველ დიპლომატს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.