Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილმა ეუთოს მინისტრთა საბჭოს 30-ე შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ეუთოს მინისტრთა საბჭოს 30-ე შეხვედრაზე სიტყვით მიმართა სესიის მონაწილეებს. თავის გამოსვლაში მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის სახით და იმ მძიმე შედეგებზე, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას მოჰყვა. ილია დარჩიაშვილმა ასევე  გაამახვილა ყურადღება კონფლიქტის მშიდობიანი დარეგულირების სახელმწიფო პოლიტიკასა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაციაზე. 

როგრც მინისტრმა გამოსვლისას  განაცხადა, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ დაარღვია საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი, რასაც მოჰყვა უკრაინის ყირიმის ანექსია 2014 წელს და უკრაინაში მიმდინარე აგრესიული ომი. 

მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის ომი საქართველოს წინააღმდეგ წარმოადგენდა ცივი ომის შემდეგ სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერად შეცვლის პირველ ღია მცდელობას. 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკვე 15 წელზე მეტია რუსეთი განაგრძობს საქართველოს განუყოფელი რეგიონების -  აფხაზეთისა და ცხინვალის  - უკანონო ოკუპაციას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების უხეში დარღვევით. 

„რუსეთის ომი საქართველოს წინააღმდეგ, ცივი ომის შემდეგ, სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების იძულებით შეცვლის პირველი ღია მცდელობა იყო. უკვე 15 წელზე მეტია რუსეთი აგრძელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის - უკანონო ოკუპაციას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების უხეში დარღვევით. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის მსხვერპლია. მავთულხლართებით იზოლირებულებულ მოსახლეობას აშორებენ ნათესავებს, სასოფლო-სამეურნეო მიწებს, ღვთისმსახურებას, ართმევენ გადაადგილების თავისუფლებას, ძირითად საჭიროებებს. დამკვიდრებულ პრაქტიკად იქცა უკანონო დაკავებები და გატაცებები, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქის, თამაზ გინტურის, ბოლო მკვლელობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, კიდევ ერთი ძალადობის აქტია ეთნიკური ქართველების მიმართ", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. 

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ ამ მიდგომას ორი მთავარი მიზანი აქვს: რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს  ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია და დაყოფილი საზოგადოების შერიგება. 

ამ კონტექსტში, მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელოვან როლზე და ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობა. 

„საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცესა და კონსოლიდირებულ პოზიციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ რუსეთმა შეწყვიტოს აგრესია, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, პატივი სცეს მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გაიყვანოს თავისი ძალები უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ნება მომეცით, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ეუთოს საქართველოს მეგობართა ჯგუფს ხმამაღალი და მტკიცე მხარდაჭერისთვის", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. 

სიტყვით გამოსვლისას ილია დარჩიაშვილმა კვლავ დაადასტურა საქართველოს ერთგულება ეუთოს პრინციპებისადმი.

მინისტრის განცხადების სრული ვერსია

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები