Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

საქართველოსა და სლოვენიის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა სლოვენიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა. ილია დარჩიაშვილმა  და ტანია ფაიონმა საქართველოს ევროინტეგრაცია, ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.

საუბრისას ხაზი გაესვა ევროპული ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, კერძოდ, აღინიშნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციის მნიშვნელობა. ილია დარჩიაშვილის თქმით, ეს რეკომენდაცია  დამატებითი სტიმული იქნება საქართველოში რეფორმების წარმატებით გაგრძელებისა და ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლისთვის.  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ამ პროცესში მოკავშირეების პოზიცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირში  გაწევრიანების გზაზე სლოვენია  იქნება საქართველო მტკიცე მხარდამჭერი.

თავის მხრივ, ტანია ფაიონმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის გაფართოების პროცესის დაჩქარების საჭიროებას.  მან საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებების მიმართ ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა და აღნიშნა, რომ სლოვენია, ისე როგორც აქამდე, კვლავაც იდგება საქართველოს გვერდით. 

მინისტრებმა საქართველოსა და სლოვენიას შორის ორმხრივი ურთიერთობების  განმტკიცების  შესაძლებლობებზეც ისაუბრეს. გამოითქვა  მზაობა პოლიტიკური დიალოგის შემდგომი გაღრმავების მიმართულებით.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები