Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 52-ე სესიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სიტყვით გამოვიდა

ილია დარჩიაშვილმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) ახლადარჩეული წევრის პრიორიტეტებზე და ასევე საქართველოს რეგიონებში არსებულ ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ ვითარებაზე. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობით, ქვეყანა ხედავს მეტ შესაძლებლობას, ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა საბჭოს მანდატის ეფექტურ განხორციელებას, მათ შორის წევრობის ისეთი პრიორიტეტების განხორციელებით, როგორიც არის მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა, ადამიანის უფლებათა სფეროში გარემოსდაცვითი განზომილების დანერგვა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობის კუთხით ახალი ციფრული ტექნოლოგიების  შესწავლა.  ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას გაეროს ადამიანის უფლებათა მექანიზმების მიმართ. 

საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ გარემოზე, ადგილზე მცხოვრები ადამიანების, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა ფუნდამენტური უფლებების დარღვევებზე და ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არსებობის აუცილებლობაზე.  მან ასევე ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებული ძალისხმევის მნიშვნელობაზე, რათა რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულება. 

ამ კუთხით საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა აღნიშნა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის “თანამშრომლობა საქართველოსთან” მნიშვნელობა. მაღალი დონის სეგმენტის 52-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ილია დარჩიაშვილმა ასევე ისაუბრა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე და ხაზი გაუსვა უკრაინაში მიმდინარე ომის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს.  

დასასრულს, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს ადამიანის უფლებების ხელშეწყობისა და წინსვლისთვის.  აღსანიშნავია, რომ საქართველო 2022 წლის ოქტომბერში იქნა არჩეული ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად 2023-2025 წლის ვადით.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები