2025 წლის 2 მაისს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მალიკ მურზალინთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ყაზახეთს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები, ასევე სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები.
საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ვაჭრობის და ინვესტიციების მოცულობის ზრდის შესაძლებლობებს, ასევე ტურისტული ნაკადების დადებით დინამიკას, თანამშრომლობას სატრანსპორტო-ლოგისტიკური, საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებით, აგრეთვე მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის საკითხებს.