Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს შეხვდა  

2024 წლის 7 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იოჰან ფორსელს შეხვდა, რომელიც თბილისში ვიზიტით იმყოფება.
 
მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და შვედეთს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ კავშირებსა და ურთიერთობებს.  


ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მეტად მჭიდრო პოლიტიკური დიალოგის წარმართვისა და მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას.
ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მზარდ დინამიკას და ბიზნეს კავშირების მეტად გაღრმავების აუცილებლობას არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მიზნით.
 
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველო შვედეთს განიხილავს როგორც ერთგულ მეგობარს და სანდო პარტნიორს. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შვედეთთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას საერთო ინტერესის მქონე ყველა სფეროში.
 საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერებით აღნიშნა შვედეთის ღირებული ჩართულობა საქართველოს ევროპული დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების საქმეში. მან ხაზი გაუსვა შვედეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის პროცესში.
 
შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ შვედეთი არის საქართველოს ახლო მეგობარი და ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების ერთგული მხარდამჭერი.
 
შვედურმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ურყევი თანადგომა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
 
შვედმა მინისტრმა ხაზი გაუსვა, თუ რაოდენ პრიორიტეტულია შვედეთისთვის საქართველოს წარმატება ევროკავშირში ინტეგრაციის შეუქცევად გზაზე. 

აღინიშნა, რომ შვედეთს სურს, საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.
 
იოჰან ფორსელმა კმაყოფილებით აღნიშნა საქართველოში შვედური კომპანიების საქმიანობა და ასევე  დაადასტურა საქართველოსთან საერთაშორისო განვითარების სფეროში არსებული წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა.
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს და აღნიშნულის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი ხედვები და გაცვალეს მოსაზრებები ხსენებულ კანონპროექტთან დაკავშირებით.
 
დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მჭიდრო და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ დონეზე.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები