Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილი ლიხტენშტაინის სამთავროს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

2025 წლის 10 მარტს, ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს ქალთა სტატუსის კომისიის სესიის  ფარგლებში  საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ლიხტენშტაინის სამთავროს საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრს დომინიკ ჰასლერს შეხვდა.

მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები, ასევე წარმატებული თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში განხორციელებულ მაღალი დონის ვიზიტებს. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას აქვს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების  პოტენციალი, ასევე დაფიქსირდა განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების ინტერესი.

მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გარემო.

მაკა ბოჭორიშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

 

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები