Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ელჩმა ვახტანგ ჯაოშვილმა  ნეპალის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი გადასცა 

 

2025 წლის 30 აპრილს, ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში, საქართველოს ელჩმა, ვახტანგ ჯაოშვილმა (რეზიდენციით ქ. ნიუ- დელი ) რწმუნებათა სიგელი  გადასცა ნეპალის პრეზიდენტს,  რამჩანდრა პაუდელს.

ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა პაუდელმა მიულოცა ელჩს პოზიციაზე დანიშვნა და განსაკუთრებით აღნიშნა ნეპალისა და საქართველოს ურთიერთობათა შემდგომი განვითარებისა და გაღრმავების მნიშვნელობა.     
                                                 
ელჩმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და დაადასტურა მზადყოფნა ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, განსაკუთრებით,  ვაჭრობის, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის სფეროებში.       
                                        
პრეზიდენტმა პაუდელმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში და დაადასტურა ნეპალის მზადყოფნა განაგრძოს თანამშრომლობა საქართველოსთან.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები