Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეუთო-ს მაღალი დონის უსაფრთხოების გადახედვის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს მაღალი დონის უსაფრთხოების გადახედვის ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც ვენაში, 25-26 ივნისს გაიმართა.

საკუთარ გამოსვლაში გიორგი ზურაბაშვილმა ყურადღება გაამახვილა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, ისაუბრა აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე, ადგილზე არსებულ რთულ ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გარემოზე.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ გამართა შეხვედრები ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ფერეიდუნ სინირლიოღლუსთან და კონფლიქტების პრევენციის ცენტრის დირექტორთან, კეტრინ ფერონთან, შეხვედრებზე განხილული იქნა ეუთო-ს მნიშვნელოვანი როლი და ჩართულობა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა, კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ერთგულება ორგანიზაციის პრინციპებისადმი და აღინიშნა საქართველოს ნაყოფიერი თანამშრომლობა ორგანიზაციის ინსტიტუტებთან.

შეხვედრებზე კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი სრული მხარდაჭერა.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები