Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შესახებ

განმცხადებელი

სამინისტრო

თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის გამო, თურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში ქ. სტამბოლსა და ქ. ტრაპიზონში ამოქმედებულია ცხელი ხაზი. თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ:

საქართველოს საელჩოს ქ. ანკარაში +905336903040; +905392208280
გენერალურ საკონსულოს ქ. სტამბოლში +905418184400
გენერალურ საკონსულოს ქ. ტრაპიზონში +905413262226

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო და სოლიდარობას უცხადებენ თურქეთის მთავრობას და მოსახლეობას.