Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

პოლიტიკური დეპარტამენტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანებია:

  • ქვეყნის საგარეო პოლიტიკის წინაშე მდგარი ამოცანებიდან გამომდინარე, საერთაშორისო პოლიტიკის სფეროში მიმდინარე აქტუალური მოვლენების ანალიზი;
  • ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კონცეპტუალური და სტრატეგიული დოკუმენტების მომზადება;
  • სახელმწიფოსა და სამინისტროს უმაღლესი თანამდებობის პირებისათვის ოფიციალური გამოსვლების და სხვა მსგავსი მასალების მომზადებაში
    მონაწილეობა.

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტებით.

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრული პოლიტიკისა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შესაბამისად, ისევე, როგორც არსებული საერთაშორისო გარემოს საგარეო პოლიტიკური ანალიზის შედეგად, საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული დაგეგმვის უზრუნველყოფა და შესაბამისი სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების პროექტების შემუშავება;

ბ) საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული დაგეგმვის ციკლის უწყვეტობის უზრუნველყოფა, სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების საჭიროებისამებრ განახლებისა და ახალი დოკუმენტების პროექტების შემუშავების გზით;

გ) საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტებში მოცემული მიზნების განსახორციელებლად დიპლომატიური სამსახურისათვის კონკრეტული სამოქმედო გეგმის და ინსტრუქციების შემუშავება;

დ) სამინისტროში შექმნილი სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების მთავრობის, დიპლომატიური სამსახურისა და ფართო საზოგადოებისადმი წარსადგენად მომზადება;

ე) ქვეყნის საგარეო ურთიერთობებში ერთიანი პოზიციის დასაფიქსირებლად და ამ პოზიციის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, სამინისტროს ხელმძღვანელობის ოფიციალური სასაუბროების, გამოსვლების, ინტერვიუების და პუბლიკაციების მომზადებაში მონაწილეობა;

ვ) საქართველოს სტრატეგიული პრიორიტეტების გათვალისწინებით, საერთაშორისო არენაზე მიმდინარე მოვლენების სისტემატიური მონიტორინგი და საქართველოსთვის აქტუალური მოვლენების გამოვლენა, მათი შესწავლა, მოვლენის შესაძლო განვითარების პროგნოზირება და სამინისტროს ხელმძღვანელობის სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით უზრუნველყოფა;

ზ) პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების და დიპლომატიური წარმომადგენლობების უზრუნველყოფა შესაბამისი ინსტრუქციებით და ამ კუთხით საელჩოების საქმიანობის კოორდინირება;

თ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ანგარიშებში ასახული აქტუალური საკითხების და რეკომენდაციების ანალიზი და მათი შესრულების (პრაქტიკული რეალიზაციის) მონიტორინგი;

ი) საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან პოლიტიკური კონსულტაციების დაგეგმვისა და ჩატარების პროცესში მონაწილეობა და კონსულტაციების შედეგების რეალიზაციის მონიტორინგი;

კ) პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სტრუქტურულ ორგანოებთან თანამშრომლობა;

ლ) სამეცნიერო წრეებთან და კვლევით ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

მ) საერთაშორისო ორგანიზაციებში და სხვადასხვა სახის საერთაშორისო ფორუმებში ვროკავშირის მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებებთან საქართველოს მიერთების პროცესის კოორდინაცია და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება.

დირექტორი

დავით კერესელიძე

დეპარტამენტის დირექტორი