Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ამერიკის შეერთებული შტატები

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ-იორკში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სან-ფრანცისკოში

ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის

  • 1991 წლის 25 დეკემბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უფროსმა ერისადმი მიმართვის დროს აღიარა საქართველოს  დამოუკიდებლობა.

  • 1992 წლის 24 მარტს, ქვეყნებს შორის დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობები, რასაც ერთ თვეში, 23 აპრილს მოჰყვა თბილისში  აშშ-ის საელჩოს გახსნა.

  • 1992 წლის 9 სექტემბერს თბილისში რწმუნებათა სიგელები გადასცა აშშ-ის პირველმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კენტ ბრაუნმა. 

  • 1993 წლის აგვისტოში გაიხსნა საქართველოს საელჩო აშშ-ში.

თანამშრომლობა საქართველოსა და აშშ-ს შორის

1991 წელს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღეებიდან, ამერიკის შეერთებული შტატები ერთ-ერთ უმთავრეს როლს თამაშობს ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების საქმეში, დემოკრატიის გაძლიერების, თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების განმტკიცების, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ასევე, კულტურული და ხალხთაშორისი კავშირების გამყარების მიმართულებით. ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი.

1992 წლიდან დღემდე, აშშ-ის მთავრობის დახმარებამ საქართველოსთვის თითქმის 6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ქვეყნებს შორის თანამშრომლობამ კი ყველა სფერო და მიმართულება მოიცვა.

სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია

საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ, სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აიყვანა 2009 წლის 9 იანვარს, ქ. ვაშინგტონში ხელმოწერილმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიამ.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია წარმოადგენს აშშ-სა და საქართველოს შორის ფართო და სიღრმისეული თანამშრომლობის უმთავრეს მექანიზმს. აღნიშნული თანამშრომლობის მექანიზმით გათვალისწინებულია ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა დემოკრატია და მმართველობა; უსაფრთხოება და თავდაცვა; ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა; ხალხთაშორისი ურთიერთობები და კულტურული გაცვლები.

ქარტია, რომელიც ეფუძნება ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის პრინციპებს, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობის მხარდაჭერას, ასევე დემოკრატიისა და სტაბილურობის განმტკიცებას, საშუალებას იძლევა ყველა ზემოხსენებული მიმართულებებით გაფართოვდეს ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობები.

ქარტიის ფარგლებში, წელიწადში ერთხელ, ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი მიმართულებით იმართება სამუშაო ჯგუფების შეხვედრები და პლენარული, შემაჯამებელი სხდომა.

სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით, 2019 წლის 11 ივნისს მიღებულ იქნა ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც კიდევ ერთხელაა დადასტურებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპები და ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსადმი.

დოკუმენტები

    დაკავშირებული სიახლეები

    ილია დარჩიაშვილი  ჯილ რუბის შეხვდა

    ილია დარჩიაშვილი ჯილ რუბის შეხვდა

    2023 წლის 23 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი შეხვდა თბილისში ვიზიტად მყოფ ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის მოადგილეს, ჯილ რუბის.

    ინფორმაცია ილია დარჩიაშვილის ლუის ბონოსთან შეხვედრის შესახებ

    ინფორმაცია ილია დარჩიაშვილის ლუის ბონოსთან შეხვედრის შესახებ

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველთან კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონოსთან.