მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ტიმორ ლესტეს საგარეო საქმეთა მინისტრთან
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაერო-ს მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართა ტიმორ-ლესტეს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბენედიტო დოშ სანტოშ ფრეიტასთან. მინისტრებმა შეხვედრაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებზე როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში.