Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა, საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელთან

2026 წლის 20 მაისს, ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელთან ანნ მონტავონთან და მომავალ ხელმძღვანელთან, ჯოანა ბარტონთან, რომელიც უფლებამოსილების შესრულებას 1 ივნისიდან შეუდგება.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის არსებულ თანამშრომლობას. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ გაწეულ ჰუმანიტარულ ძალისხმევას.  აღინიშნა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მნიშვნელოვანი როლი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და იდენტიფიკაციის მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა.

დანართები

    მსგავსი სიახლეები