2023 წლის 29 ნოემბერს, ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, ქ.სკოპიეში გაიმართა ორმხრივი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილსა და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ ხავიერ კოლომინას შორის.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივები და ნატოს 2024 წლის ვაშინგტონის სამიტის მოლოდინები.
შეხვედრაზე დადებითი შეფასება მიეცა საქართველოსა და ალიანსს შორის მაღალ დონეზე არსებული კომუნიკაციის დინამიკას და თანამშრომლობის ინტენსიურ დღის წესრიგს.