Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ლაშა დარსალია საქართველოში კორეის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

2025 წლის 16 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიასა და საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰიონდუ კიმს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრის დროს, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და სამომავლო პერსპექტივები. ამასთან,  ხაზი გაესვა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ნაყოფიერ თანამშრომლობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კორეულ მხარეს მადლობა გადაუხადა „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციის მხარდაჭერისთვის.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კორეის ელჩს  ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით.

ლაშა დარსალიამ კმაყოფილება გამოთქვა ქ. თბილისში კორეის რესპუბლიკის რეზიდენტი საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით და ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები